პორტუგალიის ქალაქ ალმადაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბერიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
გიორგიმ 1/8 ფინალურ შეხვედრაში კორეელი სპორტსმენი დაამარცხა, 1/4 ფინალში მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ულამაზესი ბრუნით ფრანგი სპორტსმენს სძლია და მესამე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იმედა გოგოლაძე 1/4 ფინალშია, ახალგაზრდა სპორტსმენის მეტოქე რუმინელ ალექს კრეტი იქნება.
დღეს საქართველოს სახელით ასევე ომარ საურმა იასპარეზა, თუმცა ახალგაზრდა ძიუდოისტი ასპარეზობას მალევე გამოეთიშა.
გიორგი ბერიაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ხორვატი მარკო კუმრიჩი იქნება.





