საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და “აპოლონის” ფეხბურთელმა, რეზი ინჯგიამ ლიმასოლის “აელს” გაუტანა. “აპოლონმა” კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში “აელს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 2:1 იმარჯვა.
რეზი ინჯგიამ შეხვედრის 90-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს 3 ქულა მოუპოვა.
ცნობისთვის, კვიპროსული გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს 44 ქულით ლიდერობს.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.





