ლატვიის დედაქალაქ რიგაში Volvo Open Cup-ის 44-ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ერთეულთა თანრიგში ქართველი მოციგურავეებიც იღებდნენ: რუშაძე (სენიორი ქალები), ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე (სენიორი მამაკაცები), იუნორთა კატეგორიაში კი ანადეა გულბიანი-შმიდტი ასპარეზობდა.
შეჯიბრი ქართველი მოციგურავეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირზე ორი ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოქროს მედლები ალინა ურუშაძემ და ირაკლი მაისურაძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ეგაძე დასჯერდა.
რაც შეეხება ანადეა გულბიან-შმიტდს, მან 21 მოციგურავეს შორის გათამაშება მე-8 ადგილზე დაასრულა.








