33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მოგებით დაიწყო საშემოდგომო სუპერტურნირი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.
ტოჩინოშინმა სასტარტო დღეს დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკოს გაეჯიბრა და 29 წლის იაპონელს უვატედაშინაგეთი მოუგო.
ორთაბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა, ოც წამზე მეტხანს გაგრძელდა და საბოლოოდ, ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა
აკი ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება.





