33 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე სექტემბრის აკი ბაშოზე საწმუხაროდ, წარუმატებელ გამოსვლას განაგრძობს.
ტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირას, ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდა. საწმუხაროდ ქართველი სუმოისტი მეტოქესთან დამარცხდა, კაისეიმ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა და იორიკირით მოუგო.
ხვალ, 19 სექტემბერს ქართველი სპორტსმენის მეტოქე მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება. ლევანს მეტოქის მსგავსად, 7 დღის შემდეგ 5 მარცხი და 2 მოგება აქვს.








