ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოზე პირველად დამარცხდა. ტოჩინოშინი ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგის შეერკინა და სამწურახოდ იორიკირით დამარცხდა.
ლევანმა მარტის ბაშოზე პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და აკუა ოშიტაოშის ილეთით დაამარცხა. შედეგად, ტოჩის ბალანსი 1:1-ზე გახდა. ქართველი რიკიში მესამე ორთაბრძოლას ხვალ, მე-13 მაეგაშირა ჩიონოკუნის წინააღმდეგ გამართავს.