ჰაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგოძის მეტოქე მე-14 მაეგაშირას, იჩიიამამოტო იყო, რომელთანაც ქართველი რიკიში იორიკირით დამარცხდა.
ლევანმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა ხელსაყრელი ჩავლების მოპოვება ვერ მოახერხა და საბოლოოდ მეტოქემ დოჰიოდან გადაიყვანა.
ამ წაგების შემდეგ იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 1:1-ზე გახდა. ქართველი რიკიში მომდევნო შეხვედრას ხვალ, ვაკამოტოჰარუს წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება რიკიშებს შორის პირველი იქნება.








