აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 1/4 ფინალში ონისე სანებლიძემ თანამემალულე ირაკლი ჯაფარიძე დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ონისემ 1/4 ფინალამდე აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა, ირაკლიმ კი ბრაზილიელ სპორტსმენს სძლია.
სანებლიძის მეტოქე გამოცდილი რუსი ნიაზ ბილალოვი იქნება, ირაკლი ჯაფარიძე კი იაპონელ კენტარო იიდას დაეჭიდება.
დღეს საქართველოს სახელით წარმატებულ ასპარეზობას ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძეც განაგრძობენ.





