ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 26-ე ნომერთან, ბრიტანელ ქამერონ ნორისთან 3 სეტში – 6:3; 4:6; 1:6 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილს დასჯერდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკამ მცირე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ ტურნირზე უფრო ძლიერი დაბრუნდება.







