საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის პირველობის ფინალშია! ნიკამ ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში – 6:4, 6:2 დაამარცხა.
შესაბამისად, ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნიკა აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული გახდა და 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, ჩემპიონობის შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ქულებს დაიცავს და სოლიდურ ფულად პრიზსაც მიიღებს.
ფინალში გასვლის შემდეგ, ნიკამ პირველი კომენტარი ATP-ის წარმომადგენელთან გააკეთა.








