ევროპა ლიგის მატჩში გრაცის “შტურმმა” შინ პსვ მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და გოლის გატანის რეალური შესაძლებლობაც შეექმნა, თუმცა ნიდერლანდური კლუბის მეკარემ მშვენივრად ითამაშა. დაზიანება კი ოთარმა შეხვედრის მე-80 წუთზე მოწინააღმდეგესთან შეჯახების შემდეგ მიიღო, ორ წუთში კი მოედანი კოჭლობით დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია, დაეხმარება თუ არა კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს ოქტომბრის თამაშებში.