უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია ნახევარფინალში გავიდა.
მარიმ ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში გერმანელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში კი ხორვატი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში მარიამთან ერთად, ილია სულამანიძე, სოფიო სომხიშვილი და გიორგი ჩიქოვანი გავიდნენ. გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი რეპეშაჟში გადაერთვნენ.





