საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ზაგრების მიმდინარე გრან პრიზე მეორე მედალი გაინაღდა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა პირველ წრეში დაისვენა. 1/8-ში ლუკამ იტალიელი მეტოქე დაამარცხა, 1/4-ში კი ნიდერლანდელ მეტოქეს ასევე ვაზარით აჯობა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. ლუკა მაისურაძის მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი იქნება.





