თბილისში ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა.
ლუკამ ფინალში გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულო მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები იმედა გოგოლაძემ და უშანგი მარგიანმა მოიპოვეს.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გიორგი ტერაშვილი გახდა, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი ვლადიმირ ახალკაცმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი თემურ ნოზაძე გახდა, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედალი თენგო ზირაქაშვილს ერგო.





