საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების მიმდინარე გრან პრიზე მეორე მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ჩვენს გუნდს ვერცხლის მედალი შემატა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალში მოახერხა გასვლა, თუმცა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა და ვეცრხლის მედალს დასჯერდა.
ფინალამდე ლუკამ პირველ წრეში დაისვენა, 1/8-ში იტალიელი მეტოქე დაამარცხა, 1/4-ში ნიდერლანდელ მეტოქეს ასევე ვაზარით აჯობა, ნახევარფინალში კი უკრაინელ მეტოქეს სძლია.
აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი გამოვიდა და ჯერჯერობით ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი მედალია. ტურნირის ჩემპიონი გუშინ ტატო გრიგალაშვილი გახდა.





