აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
ჯაბამ ჩემპიონობამდე დიდი გზა განვლო, 1/8 ფინალში ახალგაზრდა სპორტსმენმა უკრაინელ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს მოუგო, ნახევარფინალში მონღოლი მეტოქე ვაზარით დაამარცხა, ფინალში კი რუს მეტოქეს ვაზარით მოუგო და კუთვნილი ოქროს მედალიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ჯაბამ თავის კარიერაში გრან სლემზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.





