ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მორიგი შეხვედრა „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართა და 20 ქულის სხვაობით, 113:133 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. 23 წლის კალათბურთელმა 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, მეტოქეზე 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ, „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.








