პორტუგალიის ქალაქ ალმადაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან პრიზე, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ბერიაშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
გიორგიმ 1/4 ფინალის საგზური ძალიან მარტივად მოიპოვა, ახალგაზრდა სპორტსმენმა 1/8 ფინალურ შეხვედრაში კორეელი სპორტსმენი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დღეს, საქართველოს სახელით ალმადას გრან პრიზე გიორგი ბერიაშვილთან ერთად იმედა გოგოლაძე და ომარი საური მონაწილეობენ, ზემოთხსენებული ძიუდოისტები 1/8 ფინალურ ეტაპზე არიან.
გიორგი ბერიაშვილის მეტოქე 1/4 ფინალში ჟორჟე ფონსეკასა და მონღოლ ხანგალ ოდნაატარს შორის გაირკვევა.





