საქართველოს ნაკრებისა და “კოპენჰაგენის” 28 წლის მცველმა, დავით ხოჭოლავამ ამხანაგურ შეხვედრაში “ჰელსინგორს” გაუტანა. “კოპენჰაგენმა” მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის 49-ე წუთზე დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
“კოპენჰაგენი” სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება და სხვადასხვა გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს მართავს.
დანიური გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს “ფლორას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.





