ჩემპიონთა ლიგის მატჩში კატალონიის “ბარსელონა” კიევის “დინამოს” ეწვია და მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარაცხა.
მატჩის 70-ე წუთზე ანსუ ფატიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, რომელიც თავის თანაგუნდელს კუნ აგუეროს მიუძღვნა. როგორც მოგეხსნებათ, აგუეროს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და კატალონიურ გუნდს მინიმუმ 3 თვით დააკლდება.
19 წლის ფეხბურთელისგან კუნ აგუეროს მიმართ ეს ძალიან ღირსეული ჟესტი გახლდათ. როგორც ჩანს, ფეხბურთელები არგენტინელი თანაგუნდელის სიტუაციას ძალიან განიცდიან და მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებიან.
კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე E ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება.





