ჰაცუ ბაშოს ბოლო, მე-15 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე დასავლეთის მეორე მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით დამარცხდა.
შეხვედრამდე, ორივე სუმოისტის ბალანსი 7:7-ზე იყო, რაც დაპირისპირებას დამატებით სანახაობას მატებდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, დადებითი ბალანსის დაფიქსირება იაპონელმა რიკიშიმ შეძლო. შედეგად, ტოჩინოშმა ბაშო 7:8-ზე დაასრულა.








