კიუშუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მე-10 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძის მეტოქე კაისეი იყო.
ქართველმა გოლიათმა წარმოშობით ბრაზილიელი რიკიში იორიკირით დაამარცხა, რის შედეგადაც ბაშოზე მისი ბალანსი 3:6-ზე გახდა.
ლევანს ტურნირზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 4 ბრძოლიდან ოთხივეს მოგება სჭირდება.








