ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ, წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ტოჩინოშინმა მე-16 მაეგაშირა ცურუგიშო დოჰიოდან ჩვეულ სტილში, იორიკირის ილეთით გაიყვანა.
იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინმა აუცილებლად დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდება.
ხვალ, ქართველი სუმოისტი მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდება.








