ჰაცუ ბაშოზე მე-6 შეხვედრა მოიგო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-13 მაეგაშირა ჩიომარიუ იყო, რომელიც ქართველმა გოლიათმა საფირმო იორიკირით დაამარცხა.
შედეგად, იანვრის ბაშოზე ლევანის მოგება-წაგებათა ბალანსი 6:7-ზე გახდა. ტოჩინოშინს ტურნირზე წაგების უფლება აღარ აქვს, რადგან კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში ავტომატურად უარყოფით ბალანსს გაინაღდებს.
ქართველი რიკიში მომდევნო შეხვედრას ხვალ, მე-14 მაეგაშირა ოკინოუმის წინააღმდეგ გამართავს.





