ლევან გორგაძე „აკი ბაშოზე“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველი სუმოისტი ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს მე-17 მაეგაშირა ჩიონოკუნის შეხვდა დაძაბულ ბრძოლაში ოშიდაშით გაიმარჯვა.
შედეგად, საშემოდგომო სუპერტურნირზე ტოჩინოშინის ბალანსი განულდა და 6:6-ზე გახდა. ლევანს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 3-დან 2 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება.







