“ნიუკასლ ჯეტსის” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ “ველინგტონ ფენიქსის” წინააღმდეგ დუბლი და ერთი ასისტი გაიფორმა. “ნიუკასლ ჯეტსიმ” შინ “ველინგტონ ფენიქსისს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ბექამ შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მატჩის 52-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეხვედრის მე-80 წუთზე თავის თანაგუნდელს გაატანინა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი იქონია.
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრალიის ჩემპიონატში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
“ნიუკასლ ჯეტსი” 4 ტურის შემდეგ ავსტრალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე იმყოფება.





