“ნიუკასლ ჯეტსის” 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ “მაკარტურის” ულამაზესი გოლი გაუტანა. ავსტრალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში “მაკარტურიმ” შინ “ნიუკასლ ჯეტსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
ბექამ შეხვედრის 34-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, თუმცა პაპასის გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და მოწინააღმდეგესთან დამარცხა.
ბექა მიქელთაძე ავსტრალიის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.
”ნიუკასლ ჯერსი” ავსტრალიის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ ამავე რაოდენობის ქულით მე-6 ადგილს იკავებს.





