საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ვიცე-ჩემპიონია.
ნიკა ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 3:6, 4:6 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის წარმომადგენელს გაესაუბრა.








