უზბეკეთში ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღეს საქართველოს სახელით ტურნირზე ორი სპორტსმენი იასპარეზებს. 61 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას შოთა მიშველიძე და რამინ შამინიშვილი დაიცავენ.
რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი მსოფლიო პირველობაზე დასკვნით დღეს, 17 დეკემბერს გამოვა.
მანამდე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტურნირისთვის აქტიურად ემზადება და დღევანდელ ვარჯიშზე 295 კგ-ს შეეჭიდა.








