უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილი ფინალში გავიდა.
ალეკომ პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოუგო, 1/8 ფინალში ბელრუსი მეტოქე დაამარცხა, 1/4 ფინალში მასპინძელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალში რუმინეთი მეტოქე ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ასევე, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი თუთაშვილი სამწუხაროდ ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. მამიაშვილის მეტოქე რუსი სპორტსმენი იქნება.





