ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, ქალაქ კრისტობალ დე ლა ლაგუნაში გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთთან სუპერ თასის ტიტულს გაათამაშებენ.
მათ შორის ერთ-ერთი არის გიორგი შერმადინის „ტენერიფეც“, რომელმაც პირველი შეხვედრა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართა.
გიოს გუნდი მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მადრიდელებმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს – 70:72.
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც როგორც უკვე გითხარით, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
რაც შეეხება სუპერთასის ფინალს, ტიტულისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან. კატალონიელებმა თავისმხრივ „ვალენსიას“ 87:68 მოუგეს.





