29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირას ვენის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.
ბასილაშვილი პირველ წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგანს ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შეხვდება.
ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს 2018 წელს ჰამბურგში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და ეს შეხვედრა ნიკას გამარჯვებით დასრულდა.
თუ ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ეტაპი წარმატებით გაიარა მე-2 წრეში, დიდი ალბათობით იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.
ცნობისთვის, ვენის ტურნირზე პირველ ნომრად ბერძენი სტეფანოს ციციპასია განთესილი, რომელიც ნიკამ ინდიან უელსზე დაამარცხა.





