ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისი პირველი შეხვედრა მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა.
ქართველი ძიუდოისტი 66 კგ წონითი კატეგორიის 1/8 ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ იაკუბ შამილოვს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე ვაზარით მოუგო.
საგულისხმოა, რომ აქამდე ძიუდოისტები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივე შეხვედრა რუსი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა, დღეს კი ნავსი გატყდა და ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
1/4 ფინალში მარგველაშვილის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.





