გიორგი ხარაიშვილი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელი 3 წელი შვედურ „გიოტებორგში“ თამაშობდა და არცთუ წარუმატებლად. ახალგაზრდა ფეხბურთელს გოლებიც ხშირად გაჰქონდა. საერთო ჯამში მან „გიოტებორგის“ მაისურით 70 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
ალბათ ამიტომაც გამოეხმაურა შვედური პრესა გიორგი ხარაიშვილის გუნდის დატოვებას შემდეგი სიტყვებით – „ვარსკვლავი წავიდა“.
გიორგი ხარაიშვილის ახალი გუნდი კი უნგრული „ფერენცვაროში“ იქნება, სადაც კიდევე ერთი ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი თამაშობს. ბუდაპეშტურ კლუბს უკრაინელი სერგეი რებროვი წრთვნის.
დაგვეთანხმებით, რომ „ფერენცვაროში“ შვედურ „გიოტებორგზე“ გაცილებით ამბიციური გუნდია. უნგრულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.
შეგახსენებთ, „ფერენცვაროში“ უნგრეთის მოქმედი ჩემპიონია





