კრიშტიანო რონალდუმ მორიგი არაჩვეულებრივი რეკორდი დაამყარა. იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურში, „იუვენტუსმა“ სტუმრად „სასუოლოს“ 3:1 მოუგო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ტურინული გრანდი 72 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმაა.
„სასუოლოს“ მეორე გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაუტანა და ამით უნიკალური შედეგიც დააფიქსირა. პორტუგალიელი ფორვარდისთვის „იუვენტუსის“ მაისურით ეს მე-100 გატანილი გოლი გამოდგა, რისთვისაც მას 131 მატჩი დასჭირდა.
კრიშტიანო რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „იუვენტუსში“ 100 გოლი 3 სეზონში გაიტანა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელის ისტორიაში, რომელმაც 100 გოლიან ნიშნულს 3 სხვადასხვა ქვეყანაში უწია – ინგლისი, ესპანეთი, იტალია.





