რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„იმისთვის, რომ გუნდი განვითარდეს ყველა უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. შეიძლებოდა უკეთესი თამაში გვეთამაშა, გვქონდა კარგი მომენტები, საიდანაც ზოგის გამოყენება შევძელით, უმეტესობა კი ვერ გამოვიყენეთ. რაც ნაკრებში ვარ, არ მახსოვს ამ სტადიონზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ადვილად და უბრძოლველად მოგვეგო. ვთვლი, რომ ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „რაგბი ევროპის ჩემპიონატში“ და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება მათთან მოგება. მთავარია გავიმარჯვეთ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და აქედან დადებითი რაც იყო უნდა წავიღოთ, ხოლო უარყოფითზე კი უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ“, – აღნიშნა მერაბ შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეორე ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთს სტუმრად 19:25 სძლიეს. ქართველი მორაგბეები მომდევნო შეხვედრას ერთ კვირაში, სტუმრად რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.








