საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა. ნიკა ამჯერად როტერდამის 500-იან ტურნირზე წარსდგა და ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 65-ე ნომერს, ბრიტანელ კონერ ნორის დაუპირისპირდა და ორ სეტში – 0:6; 3:6 დამარცხდა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბასილაშვილს საქმე არც თუ ისე კარგად აქვს. 29 წლის ჩოგბურთელმა ბოლოს 9 იანვარს, ანტალიის ტურნირზე გაიმარჯვა, მაგის შემდეგ კი ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა, აქედან 4 შემთვევაში ნიკას სეტიც კი არ მოუგია.





