რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.
აღნიშნული მდგომარეობის გამო, უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ჯერჯერობით უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში 18 ტური გაიმართა და სატურნირო ცხრილის სათავეში დონეცკის “შახტარია”, რომელიც მოქმედ ჩემპიონ კიევის “დინამოს” ერთი ქულით უსწრებს.





