უკრაინაში საომარი მოქმედებები მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საბრძოლო შეტაკებები ახლა კიევში და რამდენიმე სხვა ქალაქში მიმდინარეობს.
აღნიშნული მდგომარეობის შესახებ დანიური “კოპენჰაგენის” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამ, სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
“ყველამ იცის, რომ არ ვარ ადამიანი, ვინც საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში გამოხატავს, მაგრამ ბოლო 4 დღე რუსეთმა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ჯოჯოხეთად აქცია. ჩემი ნათესავების და მეგობრების უმეტესობა ახლა ბომბების გამო თავშესაფარშია და არის შიში, რომ ხვალ ისინი თავიანთი ქვეყნის გარეშე დარჩებიან. მეორე ნაწილი, უკრაინის ჯარებთან ერთად და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად იცავენ თავიანთ მიწას, ჩვენს მიწას!უკრაინავ, მოითმინე, ეს გამარჯვება ჩვენი იქნება!”, – წერს ხოჭოლავა.





