უეფას გადაწყვეტილებით, ინგლისსა და დანიას შორის ევრო 2020-ის ნახევარფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა.
საქმე ეხება დანიელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ინგლისელი ფანების მიერ გამოყენებულ ლაზერს, დანიის ჰიმნის დროს გამოხატულ უპატივცემულობასა და პიროტექნიკას, რომელიც გულშემატკივრებმა სტადიონზე გამოიყენეს.
სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტების გამოძიება 8 ივლისს დაიწყო.
ევრო 2020-ის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისმა დანია დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 11 ივლისს, ,,უემბლიზე” გაიმართება.








