ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა.
სანდრომ მეოთხედფინალში უძლიერესი კორეელი სპორტსმენი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დაამარცხა და ქართული დელეგაციისთვის პირველ მედლის განაღდებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა.
კორეელი სპორტსმენის გარდა ბაზაძემ წინა ორ შეხვედრაში ეგვიპტელი მოფარიკავეები, ზიად ელსისს (15:12) და მოჰაბ სამერი (15:10) დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე უნგრელი არონ შილაი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.






