ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ოლიმპიადისთის ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებს. ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა გაავრცელა.
მისივე თქმით, გუშინ ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში სპეციალური კონსილიუმი ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგაც გადაწყდა, რომ ბექაური ოლიმპიადამდე ინდივიდუალურ და სპეციფიურ მომზადების კურსს გაივლის.
კახაბრიშვილის თქმით, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მწვრთნელები, სამედიცინო გუნდთან ერთად მაქსიმალურად ეცდებიან, რომ სპორტსმენი ოლიმპიადას 100%-ით მომზადებული შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტმა მხრის ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდური შეჯიბრის დროს მიიღო.







