5-6 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწიელეობას 8 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.
ლაშა გუჯეჯიანის დასახელებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
60 კგ – თემურ ნოზაძე,ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ – ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ტატო გრიგალაშვილი
90კგ – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე.
თავდაპირველად ტურნირზე დარეგისტრირებული 11 ქართველი ძიუდოისტი იყო, თუმცა შეჯიბრებას გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე და ვლადიმირ ახალკაცი ჩაეხსნენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზეზით გამოტოვებენ ზემოთჩამოთვლილი სპორტსმენები პარიზის გრანდ სლემს.
ცნობისთვის, ახლანდელი მონაცემებით, პარიზის გრანდ სლემზე მონაწილეობას 57 ქვეყნის 325 სპორტსმენი მიიღებს.





