ტელეკომპანია POSTV-ს ინფორმაციით, თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკომ თანამდებობა დატოვა. მათივე ცნობით, ესპანელ სპეციალისტს თბილისურ კლუბში გიორგი ნემსაძე შეცვლის, რომელიც ამჟამად გორის „დილას“ დამრიგებელია.
„დინამოს“ ხელმძღვანელობას გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება ჯერჯერობით გაუკეთებია. ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ კლუბის პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა ის Primesport-ის ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ჩისკომ გუნდი ხელმეორედ ზაფხულში ჩაიბარა და დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო.
რაც შეეხება გიორგი ნემსაძეს, ის გორის „დილასთან“ ერთად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.





