სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა საფრანგეთიდან, რომელიც განსაკუთრებით ძიუდოს ქომაგებს დაამწუხრებს. მძიმე 2020 წლის შემდეგ, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა და ყველაფერი დააპაუზა, რთული წარმოსადგენი იყო წლეულსაც თუ იგივე გაგრძელდებოდა.
შარშან, არაერთი სპორტული ფორუმი ჩაიშალა ან გადაიდო. 2021 წელთან დაკავშირებით კი უკეთესი მოლოდინებია, მაგრამ…
მოკლედ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს პარიზის გრანდ სლემი, რომელიც 8-9 მაისს იყო დაგეგმილი აღარ გაიმართება. მიზეზი საფრანგეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
ალტერნატივად ეკატერინბურგი განიხილება. ასე რომ, დიდი ალბათობით, პარიზის უპრესტიჟულეს გრანდ-სლემს, რუსული ჩაანაცვლებს.





