ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიოს ტურის განრიგი გამოაქვეყნა. 2022 წელს IJF-ის 16 ტურნირი ჩატარდება.
სეზონი პორტუგალიაში, ალმადას გრან პრით გაიხსნება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას 14 ქართველო ძიუდოისტი მიიღებს:
60 კგ – გიორგი სარდალაშვილი
66 კგ – თენგო ზირაქაშვილი
73 კგ – გიორგი ტერაშვილი
81 კგ – დიმიტრი გოჩილაიძე
90 კგ – იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ – გიორგი ბერიაშვილი
100 კგ – საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე.
ცნობილია, თუ როდის ჩატარდება თბილისის გრანდ სლემი. ტურნირი 25-27 მარტს გაიმართება. ჯერჯერობით შეჯიბრებაზე მხოლოდ 1 სპორტსმენია დარეგისტრირებული.
2022 წელს ძიუდოში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, მსოფლიოს ჩემპიონატი 2-9 ოქტომბერს გაიმართება.





