29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მე-3 რაუნდში გამოეთიშა. მანამდე ნიკამ ორი მეტოქის დამარცხება შეძლო – პირველ წრეში ამერიკელი სებასტიან კორდას და მეორე წრეში ასევე ამერიკელი მაქსიმ ქრესის.
პირველი რაუნდის დაძლევის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა 115,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა, 1/32 ფინალური ეტაპის გადალახვის შედეგად კი 65,000 ამერიკული დოლარი მიიღო. ჯამში, ნიკას ტურნირიდან 170 ათასი დოლარი ხვდა წილად.
სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი 1/16 ფინალში რაილი ოპელკასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
ცნობისთვის, US Open-ის საპრიზო ფონდი სარეკორდო 57.5 მილიონ დოლარს შეადგენს.





