საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის პირველობის ფინალშია. ნიკამ ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი, ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში – 6:4, 6:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო დაპირისპირებაში გასვლისთვის ბასილაშვილმა 80 410 დოლარი გამოიმუშავა.
თუ ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწევს, დაახლოებით 114 875 დოლარს მიიღებს.








