დღეს ტოკიოში ნაცუ ბაშო დაიწყო, სადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც ასპარეზობს.
სამწუხაროდ, ტოჩინოშინი ძველი ფორმისგან და დიდებისგან შორს არის, თუმცა მას სუმოს ქართველი ქომაგები მაინც იმედის თვალით შეჰყურებენ.
ლევან გორგაძემ წინა ბაშოზეც უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. ამას ობიექტური ახსნაც აქვს. ტოჩინოშინი ტრავმებმა გატანჯა და ძველ ფორმას ჯერ ისევ ვერ დაუბრუნდა.
ნაცუ ბაშოც ქართველმა სუმოისტმა სამწუხაროდ წარუმატებლად დაიწყო. ტოჩინოშინის მეტოქე იჩინოჯი იყო, რომელთანაც ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს, თუმცა ამჯერად ხელი მოეცარა.
ლევან გორგაძემ იორიკირით წააგო, თუმცა წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა და იმედია ქართველი სუმოისტიც დადებითი ბალანსს დააფიქსირებს.





