უკვე ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი მინიმუმ უახლოესი ორი წლის განმავლობაში პსჟ-ს შემადგენლობაში ითამაშებს. ლეომ პარიზულ კლუბთან 2+1 წლიანი სისტემით გააფორმა კონტრაქტი და 30-ნომრიანი მაისურიც დაისაკუთრა.
მესის პსჟ-ში ტრანსფერი ელვის სისწრაფით განხორციელდა. 9 აგვისტოს ფეხბურთელი „ბარსელონას“ დაემშვიდობა, 10 აგვისტოს კი პარიზში ჩაფრინდა და ხელშეკრულებაც გააფორმა. შესაბამისად, ლეომ ბინის ყიდვაც ვერ შეძლო და დროებით სასტუმროში დაბინავდა.
El Pais-ის მტკიცებით, სასტუმროში დაბინავებულ მესის სერხიო რამოსმა, რომელიც კლუბში ასევე ახალწვეულის სტატუსით სარგებლობს საკუთარ სახლში დარჩენა შესთავაზა.
„თუ სასტუმროში ცხოვრება არ გინდათ, შეგიძლიათ ჩემს სახლში გადმოხვიდეთ“, – მისწერა რამოსმა არგენტინელ ფეხბურთელს.
ლეო მესის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მაგარი სანახავი იქნება, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში „მოსისხლე მტრები“ ერთ სახლში იცხოვრებენ.








